ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ტრენინგი,,ერთი ფანჯრის პრინციპის შემაჯამებელი შეხვედრა“ჩატარდა გუდაურში
2015-01-22 00:00:00

19-21 დეკემბერს ქალტა საინფორმაციო ცენტრმა ,,ერთი ფანჯრის პრინციპის შემაჯამებელი შეხვედრა“ ჩაატარა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხუთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გორიდან, ზუგდიდიდან , საჩხერიდან, თეთრიწყაროდან და მარნეულიდან.

 

შეხვედრაზე იმსჯელეს ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრების მეთოდოლოგიის შესახებ, განიხილეს 2013-2014 წელს აღნიშნული მეთოდით მუშაობის შედეგები, მოგვარებული პრობლემები და ძირითადი გამოწვევბი.

 

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს როგორც გენდერული თანასწორობის - ძირითად ცნებებსა და განსაზღვრებებზე, ასევე გენდერული როლებზე და სტერეოტიპებზე.

მონაწილეები გაეცნენ რეკომენდაციებს, რომელიც სახელმწიფომ მიიღო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტზე (CEDAW).

შეხვედრის ბოლოს, მონაწილეები გაეცნენ ერთი ფანჯრის პრინციპის კონცეფციას და შეიმუშავეს სამოქმედო გეგმები, რომლის მიხედვითად შესაძლებელი იქნება ადგილობრივ დონეზე აღნიშნული მეთოდის დანერგვა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner