
15 იანვარს შედგა ქალთა და გენდერულ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატები, დეპუტატები, მთავრობისა და საზოგადოების წარმოამდგენლები , ღონისძიებას ასევე დაესწრო სახალხო დამცველი.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა, მან ამის შესახებ განცხადება საკუთარ რეზიდენციაში გააკეთა.საქართველოს პრეზიდენტი, ფიქრობს რომ ქვეყნის მართვაში ქალთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაიზაროდოს ქალთა როლი საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. პრეზიდენტის განცხადებით დღეისათვის საქართველოში ქალთა კვოტირება სხვადასხვა სახლმწიფო თუ კერძო სტრუქტურაში არაადეკვატურია და ამ მდგომარეობის გამოსწორების სურვილი გამოთქვა.
საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ მაკა ჩიჩუამ ქალთა გააქტიურებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი როლის გაზრდაზე ისაუბრა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძრვანელი ელენე რუსეცკაია თვლის, რომ ეს წელი ქალთა არასამტავრობო ორგანიზაციებისთვის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება და დადებითად აფასებს სახელმწიფოს მეთაურის ამ გადაწვეტილებას.
ინიციატივა, რომ 2015 წლის როგორც, ქალთა წლად გამოცხადდების, მოიწონა საქართველოს სახალხო დამცველმაც.
სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა წამოწყებას, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვის, მათი როლის გაზრდისა და გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















