ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
პეკინის მოქმედებათა პლატფორმის განხორციელების რეგიონული განხილვა ჟენევაში
2024-11-08 14:39:29

 

გიზიარებთ განცხადებებს პეკინის მოქმედებათა პლატფორმის განხორციელების რეგიონულ განხილვაზე.

რეგიონული განხილვა 5 წელიწადში ერთხელ იმართება, წელს ღონისძიებაზე UNECE-ის 56 წევრი ქვეყნიდან 150-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა, მათ შორის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, აკადემიური წრეები, გაეროს ერთეულები და რეგიონული ორგანიზაციები. 

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე პროგრესის შეფასება და ხარვეზების გამოსწორების გზების დასახვა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების მიმართულებით.  ძირითადი შედეგები მოიცავს განახლებულ ვალდებულებას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანამშრომლობისა და სოლიდარობის პრიორიტეტად ქცევისთვის.

სამომავლო პრიორიტეტებს კი წარმოადგენს  გრასრუთ ფემინისტური მოძრაობების მხარდაჭერა, გლობალური კრიზისების მიმართ ინტერსექციული მიდგომების დანერგვა და ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა.

"დიდი მოტივაცია იყო ჟენევაში ვიზიტი, ისტორიულ პეკინი +30-ზე დასწრება და მონაწილეობა. ორდღიან ოფიციალურ შეხვედრას წინ უძღოდა სამოქალაქო ორგანიზაციების მმართველი კომიტეტის წევრების მნიშვნელოვანი სამუშაო სესიები, რაც ღირებული გამოცდილება იყო ქალთა უფლებადამცველებისთვის, მითუმეტეს, რომ, ამ შემთხვევაში, არამხოლოდ ქვეყანას, არამედ რეგიონს წარმოვადგენდით. 

პეკინის მოქმედებათა პლატფორმის განხორციელების რეგიონული განხილვაზე კი ჩემი მთავარი აქცენტი იყო ქალი უფლებადამცველების და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წინაშე არსებული გამოწვევები, თუ რამხელა გავლენას ახდენს ეს ბარიერები ჩვენი მუშაობის დღის წესრიგზე. და მაინც, ამ გადამწყვეტ მომენტში, უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია ერთიანი მოქმედება, თაობათა შორის დიალოგის ხელშეწყობა და ქალთა ორგანიზაციების როლის გაძლიერება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ უფლებადამცველების, იმ ქალების მემკვიდრეობა, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის შემუშავებაში და ასევე იმ უფლებებისთვის, რომლითაც დღეს ჩვენ ყველა ვსაგრბელობთ."- წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პეკინი 30-ის სამოქალაქო საზოგადოების მმართველი კომიტეტის წევრი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავჯდომარე ელენე რუსეცკაია.

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner