
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა უფლებადამცველები ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეტ უორდის შეხვდნენ. შეხვედრაში ქალთა საინფორმაციო ცენტრიდან, აღმასრულებელი დირექტორი, თეონა ჩიქოვანი და პროგრამული დირექტორი, მარიამ ძაგნიძე მონაწილეობდნენ.
როგორც ელჩმა ტვიტერზე დაწერა: “დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. პატივი მქონდა შევხვედროდი შთამაგონებელ ქართველ ქალებს, რომლებიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რატომ არის სამოქალაქო საზოგადოება ასეთი მნიშვნელოვანი.”- წერს ბრიტანეთის ელჩი.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა