ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
კოალიცია „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის“ გასაძლიერებლად
2014-07-15 00:00:00

ბრიტანული ორგანიზაცია ”ოქსფამისა” და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტისპირა რეგიონებში მცხოვრებ ქალებს ეხებათ. შიდა ქართლში, გასულ წელს შექმნილ კოალიციასთან ”ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის” ერთად, გორში არაერთი შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრები მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ქალთა გასააქტიურებლად, ასევე დაისახა სამომავლო სტრატეგიები, ამასთან, შეხვედრების დროს გამოიკვეთნენ ის ლიდერი ქალები, რომლებიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“, ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-თან ერთად, კოალიციასთან „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის“ მორიგი შეხვედრისას, პროექტის  მეორე ეტაპის პრეზენტაცია გამართა. პროექტი, გენდერული თანასწორობის კუთხით, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ინსტიტუციური მექანიზმისა და კოალიციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრისას, დაიგეგმა პირველი ტრენინგი ახალი პროექტის ფარგლებში, ასევე კვლევა, რომელსაც ექსპერტი, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ჩაატარებს და რომელიც ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას ეხება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner