2025 წლის 7 მარტს ქალთა საინფორმაციო ცენტრმა საქართველოში პირველი ქალთა კონგრესი დააფუძნა.
საფუძველი ჩაეყარა კონგრესს, რომლის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება დემოკრატიის მშენებლობაში, ქალების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მიღწევა. ქვეყანაში ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის კუთხით მნიშვნელოვანი უკუსვლა შეინიშნება, რასაც ხელს უწყობს პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია. კონგრესის ჩატარების ინიციატივა ემსახურება გამოწვევების გამოვლენას და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს ქალთა უფლებების გაუმჯობესებას და მათი მონაწილეობის გაძლიერებას ქვეყნის განვითარებაში.
კონგრესმა გააერთიანა სხვადასხვა სფეროსა და თაობის ქალი უფლებადამცველები, აქტივისტები, ლიდერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ისეთი საკითხებით, როგორებიცაა: ძალადობის პრევენცია, ანტიგენდერული მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული პოლიტიკის გატარება, "ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების" დღის წესრიგის განხორციელება და სხვ.
კონგრესის ჩატარების იდეა წარმოიშვა ქალთა საინფორმაციო ცენტრის პოლონელ ქალთა კონგრესში მონაწილეობის შემდეგ, რომელიც 2024 წელს ჩატარდა.
საქართველოში კონგრესის მხარდამჭერები იყვნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები.
We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award
On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

