ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ჟურნალისტებმა და პანკისის ხეობის ახალგაზრდებმა მედია ადვოკატირებაზე იმსჯელეს
2015-01-29 00:00:00

"ქალთა საინფორმაციო ცენტრმა" პანკისელ ახალგაზრდებთან, რეგიონული და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ხეობაში არსებულ პრობლემებზე, მათ გაშუქებასა და საინფორმაციო საშუალებებამდე ინფორმაციის მიტანის სპეციფიკაზე ისაუბრა. ტრენინგი ორი დღის მანძილზე გრძელდებოდა.

ტრენინგის პირველი დღე გენდერულ თემატიკას დაეთმო. მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს საკუთარ შეხედულებაზე თანასწორობის შესახებ და იმ საკითხებზე, რომლებიც მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება. მეორე დღე უშუალოდ მედია ადვოკატირებას დაეთმო, სადაც პანკისელმა ახალგაზრდებმა და ჟურნალისტებმა, პრაქტიკული დავალებების ფონზე, ურთიერთკომუნიკაციის მნიშვნელობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ტრენინგის გამორჩეულობაზე გენდერულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში ყურადღება, მოწვეულმა სპიკერმაც გაამახვილა. ნათია კუპრაშვილის თქმით, სამიზნე ჯგუფისა და ჟურნალისტების ერთად მუშაობა ყოველთვის შედეგის მომტანია.

ტრენინგი ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის: "ქალები და ახალგაზრდები გადაწყვეტილების მიღების პროცესში პანკისის ხეობაში" ფარგლებში შედგა. "ქალთა საინფორმაციო ცენტრი" პანკისის ხეობის მოსახლეობის პრობლემათა ადვოკატირების მიზნით, მსგავსი ტიპის ღოინისძიებებს სამომავლოდაც გეგმავს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner