
AI-ზე დაფუძნებული ხელსაწყოებისა და მეთოდების გამოყენება სტრატეგიული დაგეგმვის, პროექტის წერის თუ ციფრული კომუნიკაციის პროცესში - ამ და სხვა საინტერესო თემებს აერთიანებდა ხუთდღიანი ტრენინგი ,,ხელოვნური ინტელექტის გაცნობა - შესაძლებლობები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ციფრულ ეპოქაში”, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრიდან WPS მიმართულების კოორდინატორი ანა ნემსაძე და კომუნიკაციების მენეჯერი გვანცა სანაია ესწრებოდნენ.
ტრენინგს საქართველოს მასშტაბით შერჩეული სამოქალაქო საზოგადოების 23 წარმომადგენელი ესწრებოდა.
,,ინიციატივამ ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ციფრული კომპეტენციების გაძლიერებას, ტექნოლოგიურ ჩართულობასა და პროფესიული ქსელების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს.”- გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
,,მნიშვნელოვანია, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით გვქონდა შესაძლებლობა რეალურ სამუშაო პროცესებში გამოგვეცადა და გაგვეზიარებინა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები უფრო სიღრმისეულად ვიდრე აქამდე ვიყენებდით. ეს ნამდვილად კარგი შესაძლებლობა იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
AI გვეხმარება სამუშაო პროცესში და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ ამ გამოცდილებით ვფიქრობ, უფრო რესურსული გახდება ყველასთვის.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვმუშაობთ რეგიონებში, სოფლებში, თემებში და ვართ პირველ რიგში ცოდნისა და ინფორმაციის გამზიარებლები. ამრიგად, ჩვენი ნებისმიერი გამოცდილება ნიშნავს, ჩვენი ქალების მხარდაჭერას ამ ცოდნით და შესაძლებლობებით.”- ამბობს ანა ნემსაძე.
,,ახალი ამბავი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კარგი შესაძლებლობა ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლებიც მათ შორის საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით მუშაობენ. მაგალითად, იდეების გენერირების თვალსაზრისით, რათა ჩვენი საინფორმაციო კამპანიები გახდეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და კრეატიული. თუმცა, ტრენინგიდან მიღებული გამოცდილება და ცოდნა იყო დროული და საჭირო, რათა AI-ის დახმარებით შევძლოთ, შედეგი კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს”- WIC-ის კომუნიკაციების მენეჯერი, გვანცა სანაია.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















