
,,მაქვს ამბიცია, რომ პერევს ჰყავდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, გულწრფელი და მისაბაძი თვითდახმარების ჯგუფი, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა” - ასე ეხმაურება სათემო მუშაკი, ეკა გოგატიშვილი, ლიდერობის შესახებ, ქუთაისში გამართულ ტრენინგს.
ტრენინგი, რომელსაც ხათუნა გოგუა უძღვებოდა, ჩატარდა პროექტის ფარგლებში „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის“. სამუშაო შეხვედრას თემატურად შერჩეული მუნიციპალიტეტის თვითდახმარების ჯგუფის წევრი ქალები და პარტნიორები ესწრებოდნენ.
„ლიდერობა ჩემთვის მხოლოდ პასუხისმგებლობა კი არა, არამედ სურვილია, ვიყო იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც სხვებისთვის მაგალითს წარმოადგენს. უკვე პირველივე ტრენინგზე მიზნად დავისახე, რომ ჩვენი ჯგუფი გამორჩეული ყოფილიყო და ვფიქრობ, შევძელით.
პერევის თვითდახმარების ჯგუფის წევრების გულწრფელი გამოხმაურება, მადლიერება და თანადგომა მაძლევს ძალას, რომ ღირსეულად გავუძღვე ამ პროცესს. მაქვს ამბიცია, პერევს ჰყავდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, გულწრფელი და მისაბაძი თვითდახმარების ჯგუფი, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა და იმედი მაქვს, დამოუკიდებლადაც გააგრძელებს მუშაობას.“- ეკა გოგატიშვილი, სათემო მუშაკი საჩხერის მუნიციპალიტეტიდან:
„ტრენინგი არ იყო მხოლოდ თეორიული, აქტიური მონაწილეობით უკეთ გავაცნობიერეთ თუ როგორ წარმოვაჩინოთ თავი, როგორ ვიპოვოთ ძალა და როგორ გავუზიაროთ ეს გამოცდილება სხვა ქალებს ჩვენს თემში.“- მანანა გოგნაძე, სათემო მუშაკი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან.
ინტენსიური და ინტერაქტიური დღის წესრიგი მოიცავდა პრეზენტაციებს, ჯგუფურ სავარჯიშოებს, როლურ თამაშებსა და თვითპრეზენტაციის პრაქტიკას. ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ განევიტარებიდან ლიდერული უნარები, რაც ხელს უწყობს, რომ თავიანთ თემებში იყვნენ პოზიტიური ცვლილებების ინიციატორები.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















