
პროექტის ფარგლებში „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის“, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და საქველმოქმედო- ჰუმანიტარული ქალთა ფონდი “სოხუმის” ორგანიზებით, ზუგდიდში გაიმართა ტრენინგი, რომელსაც სათემო მუშაკები და თვითდახმარების ჯგუფების წევრები ესწრებოდნენ თემატურად შერჩეული მუნიციპალიტეტებიდან და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებიდან.
ტრენინგის თემა: ლიდერობა, თვითორგანიზება და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი - ხათუნა გოგუა.
ფორმატი:
- ინტერაქტიული აქტივობები
- როლური თამაშები
- თემატური პრეზენტაციები
- გულწრფელი დიალოგი.
ანა ნემსაძე, პროექტის კოორდინატორი:
"ურთიერთობა, რომელიც ამ ქალებთან გვაკავშირებს, გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თანამშრომლობა. პირველ ყოვლისა, ვართ მეგობრები, რომელთა კავშირიც ეფუძნება ნდობას, გულწრფელობას და საერთო მიზანს.
სიმბოლურიც კია, რომ მეგობრობის საერთაშორისო დღეს დაემთხვა ჩვენი შეხვედრა. ქალები ერთმანეთს მხოლოდ გამოცდილებას და ხედვებს კი არ უზიარებენ, არამედ ერთმანეთისთვის მოტივატორებიც არიან. სწორედ ასეთ კავშირზე დგას ის ცვლილება, რასაც დღეს ადგილობრივ თემებში ვხედავთ და ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება.“
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















