ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
გენდერული თანასწორობის საკითხებზე საუბარი სტუდენტებთან
2015-02-02 00:00:00

22 იანვარს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებმა ესპანელმა მერსე გირბაუმ და ჩეხმა ევა მიხალკოვამ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საჯარო ლექცია გამართეს. ლექციას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კლუბის წევრები ესწრებოდნენ.

ამ კლუბში ის სტუდენტები ერთიანდებიან, ვინც საბაზისო დონეზე მაინც ფლობს ინგლისურს.

შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა. სტუდენტები თავიანთ აზრს გამოხატავდნენ გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე და მომხსენებლებისგან საინტერესო ინფორმაციას იღებდნენ მათ ქვეყნებში არსებული ტენდენციების შესახებ.

მოხალისეები საქართველოში EVS-ის პროგრამით იმყოფებიან და ქალთა სიანფორმაციო ცენტრის სხვადასხვა აქტივობებშიც იღებენ მონაწილეობას. ნოემბერში გოგონებმა საქართველოს ქალთა მოძრაობის მიერ ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ ორგანიზებულ აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner