
გორში, ასოციაცია “თანხმობის” ოფისში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი „შედეგზე ორიენტირებული საჭიროებების კვლევა“. შეხვედრა პროექტის ფარგლებში „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის” გაიმართა.
შეხვედრას დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და თვითდახმარების ჯგუფების წევრები, ასევე, ხუთი სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან (გორი, ქარელი, კასპი, გარდაბანი, თეთრიწყარო), სათემო მუშაკები ესწრებოდნენ.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის იმ პრაქტიკული მეთოდებისა და ხედვების გაზიარებას, რომლებიც მათ საჭიროებების კვლევასა და თემის გაძლიერების პროცესში დაეხმარება.
სესიები შეეხებოდა:
- თემის საჭიროებების იდენტიფიცირებას
- კვლევის მეთოდოლოგიებს
- პრაქტიკულ ინსტრუმენტებს
- პრიორიტეტების დასახვას.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















