ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქუთაისში, სათემო მუშაკები და თვითდახმარების ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ
2025-08-15 12:30:48

3 აგვისტოს, ქუთაისში, სათემო მუშაკები და თვითდახმარების ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. 

ინტენსიური სამუშაო პროცესის ფარგლებში, დაიფარა შემდეგი საკითხები: რა საჭიროებები აქვს თემს და რა უნდა გაკეთდეს ქალებისა და ახალგაზრდების უფრო აქტიური ჩართულობისთვის, რათა თემის ყოველდღიურობა გახდეს უკეთესი.

გაზიარდა ინფორმაცია, როგორ უნდა ჩატარდეს თემში ეთიკური კვლევა და რა გზები არსებობს, რომ ქალების ჩართულობა მაქსიმალურად ქმედითი გახდეს, გამოვიწვიოთ რეალური სოციალური ცვლილებები და შემუშავდეს საჭიროებებზე დაფუძნებული სტრატეგია. 

"გული მწყდება, რომ ამ დრომდე მსგავს აქტივობებში ჩართვის შანსი არ მქონდა, თუმცა მადლიერი ვარ დღევანდელი შესაძლებლობით. მჯერა, რომ სოფლის კეთილდღფეობისთვის ქალები, ერთმანეთის დახმარებით, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ” - აღნიშნა შეხვედრის ახალგაზრდა მონაწილემ. 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner