
4 აგვისტოს, ზუგდიდში გამართულმა შეხვედრამ გააერთიანა თვითდახმარების ჯფუფის წევრი ქალები და სათემო მუშაკები საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტიდან: ფოთიდან, მესტიიდან, წალენჯიხიდან, სენაკიდან და ზუგდიდიდან.
პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, შეხვედრაზე გაზიარდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემის საჭიროებების კვლევა სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით.
"ჩვენ არ ვართ მხოლოდ მონაწილეები, პირველ ყოვლისა, ჩვენ ცვლილებების ინიციატორები ვართ” - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ, რამაც ცხადი გახადა, რომ ეს იყო ძლიერი და აქტიური ჯგუფის შეხვედრა, რომელიც რეალურ ქმედებებს დაედება საფუძვლად.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















