
3 თებერვალს გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვარიანტთან დაკავშირებით.
შეხვედრა გახსნა პრემიერ მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ.
ძალადობისგან პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვარიანტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ წარადგინა.
განხილვაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, აკადემიური წრეების, გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრას ქალთა საინფორმაციო ცენტრიც დაესწრო.
დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მიღების კონკრეტული თარიღი უცნობია, რადგან არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულებითა თუ შეთანხმებით, ასეთი ვალდებულება არ არსებობს. თუმცა, ავტორები ორიენტირებულნი არიან ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად ქმედითი იქნება მომავალში ძალადობისგან პრევენციის სამუშაო დოკუმენტი.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















