
2-4 თებერვალს ლოპოტაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ოქსფამის პროექტის გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ხელშწყობის გზით ფარგლებში გენდერული თანასწორობის საკითხში მრჩევლებისთვის გაიმართა ტრენინგი „გენდერული ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ სადაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს გენდერული თანასწორობის, გენდერული ინდექსის, გენდერული ბიუჯეტირების არსისა და მიზნების და ამ მიმართულებით ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.
ტრენინგის მიზანი იყო იმ პირების კვალიფიკაციის ამაღლება, ვინც დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მრჩევლის უფლებამოსილებას ასრულებენ.
ნათია ომაძე 2014 წლის აგვისტოდან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეა და გენდერულ საკითხებში მრჩევლის ფუნქციასაც ასრულებს. ომაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრების დროს შემუშავებული რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად აისახა მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი გენდერულად მგრძნობიარე გახდა.
ინგა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველია გენდერული თანასწორობის საკითხებში. მის მუნიციპალიტეტშიც დაცულია სოციალურად სამართლიანი ბიუჯეტის პრინციპი, რაც ქალებსა და კაცებს თანაბარ ხელმისაწვდომობას სთავაზობს ამა თუ იმ სერვისზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. სამინისტროს მრჩევლის გენდერულ საკითხებში, ნინო გიგუაშვილის ინფორმაციით, სამინისტრო ამ კუთხით თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორისაა ქალთა საინფორმაციო ცენტრიც.
ტრენინგზე დრო დაეთმო ასევე კანონპროექტს „გენდერული თანასწორობის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
ტრენინგი ჩატარდა ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Oxfam-ის ერთობლივი პროექტის „გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში.
გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე ინსტიტუციური მექანიზმის არსებობა. იმისთვის რომ ადგილობრივ დონეზე ინსტიტუციური მექანიზმი არსებობდეს, გენდერული თანასწორობის კანონში აუცილებელია ცვლილებების შეტანა. ცვლილებათა პაკეტი ქალთა სიანფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზაბულმა იმ სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კანონპროექტი მზადა არის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე წარსადგენად.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















