
კონკურსი ეძღვნება ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ ორ მნიშვნელოვან თარიღს:
- 15 ოქტომბერს - სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს;
- 31 ოქტომბერს - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის მიღების 25 წლის იუბილეს.
რეზოლუცია 1325 ეხება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს.
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ.
გარდა ძირითადი მიმართულებებისა, იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსი სიმბოლურად ეხმიანება ზემოაღნიშნულ თარიღებს, სასურველია, საკონკურსო ნამუშევრებმა ასახოს აღნიშნული კონტექსტიც.
საკონკურსო თემატიკა
ნამუშევრები უნდა მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხს:
- გენდერული სტერეოტიპები და მათი გავლენა ქალების შესაძლებლობებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ჩართულობაზე;
- სოფლად მცხოვრები ქალების როლი, გამოწვევები და შესაძლებლობები;
- ქალების წვლილი ადგილობრივ განვითარებასა და თემის გაძლიერებაში;
- სოციალური მობილიზაცია, როგორც თემის განვითარების შესაძლებლობა და ქალების როლი ამ პროცესში;
- სოფლად მცხოვრები ლიდერი ქალების წარმოჩენა და მათი პოპულარიზაცია;
- ქალები, როგორც მშვიდობის მშენებლები, კონფლიქტების პრევენციისა და უსაფრთხოების განმტკიცების აქტიური მონაწილეები;
- მშვიდობის მშენებელი ქალების ისტორიები და მათი პოპულარიზაცია;
- ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების მნიშვნელობა საქართველოში.
ბლოგი
უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებსა და თემატიკას;
- ტექსტი უნდა იყოს ლოგიკურად ორგანიზებული, ნათლად და თანმიმდევრულად გადმოცემული აზრით;
- შესრულებული უნდა იყოს სალიტერატურო ნორმების დაცვით: გრამატიკულად, ორთოგრაფიულად და სტილისტურად გამართული, პუნქტუაციის წესების დაცვით;
- ფორმატი: Word;
- შრიფტი: Sylfaen, ზომა: 12;
- სტრიქონებს შორის ინტერვალი: 1.5;
- ტექსტის მოცულობა: 300–1000 სიტყვა;
- წყაროების გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი (ბლოგის ბოლოს, ცალკე გვერდზე);
- ბლოგს უნდა ერთვოდეს თემატური ფოტო ან პოსტერი.
ვლოგი
უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებსა და თემატიკას;
- უნდა იყოს ინფორმაციული და საინტერესო;
- ვიდეოს გადაღება შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით (ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი და ა.შ.);
- ფორმატი: შეუზღუდავი (ვიდეოსიუჟეტი, რეპორტაჟი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია და სხვა);
- ვიდეომასალა უნდა იყოს HD ფორმატში;
- ხანგრძლივობა: 1,5–2 წუთამდე.
ფოტოამბავი
- უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებსა და თემატიკას;
- უნდა იყოს ინფორმაციული და საინტერესო;
- უნდა ერთვოდეს ორიგინალური ნარატიული აღწერილობა;
- ფოტოს ფორმატი: JPEG;
- სასურველი ზომა: 780x580 პიქსელი ან მეტი;
- ფოტოზე არ უნდა იყოს დატანილი ლოგოები, ჩარჩოები და სხვა დამუშავებული ელემენტები.
პოსტერი / ილუსტრაცია
- უნდა ერთვოდეს ორიგინალური თემატური სლოგანი;
- უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებსა და თემატიკას;
- უნდა იყოს შემოქმედებითი, ინფორმაციული და ნათლად გადმოსცემდეს სათქმელს.
ტექნიკური მახასიათებლები
საბეჭდი ვერსია: ზომა: A3 (297 x 420 მმ)
რეზოლუცია: მინიმუმ 300 dpi
ფორმატი: PDF (ბეჭდვისთვის), JPG ან PNG (ვიზუალიზაციისთვის)
სოციალური მედიის ვერსიები:
Instagram: 1080 x 1350 px, მინ. 150 dpi, JPG ან PNG
Facebook: 1200 x 1500 px (შეიძლება გამოყენებულ იქნას იგივე, რაც Instagram-ზე)
ფაილის სახელში მიუთითეთ: "SOCIAL"
მნიშვნელოვანი შენიშვნები
- საკონკურსო მასალა არ უნდა იყოს AI-ის მიერ გენერირებული;
- ნამუშევარი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის მომზადებული;
- გამარჯვებული ნამუშევრები გამოქვეყნდება ორგანიზაციის Facebook, Instagram გვერდებსა და ვებგვერდზე;
- კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული;
- თოეული გამარჯვებული დაჯილდოვდება 300 ლარის ოდენობის პრიზით (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების გამოკლებით)
ნამუშევრების გაგზავნა
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი, 12:00 საათი.
ნამუშევრები გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: wicgeorgiawic@gmail.com; gvantsasanaia@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com
გთხოვთ, ელფოსტაში მიუთითოთ:
- ავტორის სახელი და გვარი;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- ავტორის ფოტო სურათი.
გისურვებთ წარმატებებს!
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















