ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
საპარლამენტო განხილვა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ
2015-02-19 00:00:00

12 თებერვალს თბილისში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკითხებზე იმსჯელეს. ამ ჯგუფის წევრია ქალთა საინფორმაციო ცენტრი.

სხდომას, რომელსაც კომიტეტის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია, უძღვებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი და ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

 

2014 წელს დამტკიცებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ–ერთ მთავარ მიმართულებად განისაზღვრა. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის მაია კვირიკაშვილის ინფორმაციით, პროკურატურა, გარკვეული პერიოდულობით, აკეთებს ძალადობის ფაქტების ანალიზს, რაც წლის განმავლობაში გამოვლინდა და პროკურორებს აძლევს შესაბამის რეკომენდაციებს, თუ როგორ მიუდგნენ ინდივიდუალურ საქმეებს.

კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2014 ეწლს სასიკვდილო შედეგით დასრულდა 18 საქმე, აქედან ერთს ჰქონდა სისხლის სამართლის 117–ე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით კვალიფიკაცია, დანარჩენი კი – 108–ე და 109–ე განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მუხლით. 11 შემთხევავში მსხვერპლი იყო მეუღლე, 3 შემთხვევაში – დედა, 1 შემთხევავაში – ბებია, 1 შემთხევავაში – დისშვილი, 2 შემთხვევაში კი წყვილს ჰქონდა არარეგისტრირებული ურთიერთობა, თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, 2014 წელს დაფიქსირებული ქალთა მკვლელობებიდან, თითქმის არც ერთი არ იყო გენდერული ნიშნით ჩადენილი და მათი მიზეზი მხოლოდ ყოფითი პრობლემები იყო.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მანანა კობახიძე იმ სამართალდამცავთა პასუხისმგებლობის საკითხითაც დაინტერესდა, ვისაც მკვლელობამდე მიმართავენ ქალები და, შესაბამისად, ინფორმირებული არიან მუქარის შესახებ, მაგრამ არ ახდენენ რეაგირებას.

სახალხო დამცველი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი შეხვედრა დებატების ფორმით გაიმართა, რაც ხელს უწყობს მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, ძალადობის პრევენციისა და აღკვეთისათვის.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner