
12 თებერვალს თბილისში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული, არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მთავარი მიზანი "ქალები, მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე"-გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სამოქმედო გეგმის განხორციელების ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის ანგარიშის პრეზენტაცია გახდა.
შეხვედრას უძღვებოდნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი თამარ თავართქილაძე.
არასამთავრობოების ფორუმს პირველად დაესწრო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამინის უფლებათა და გენდერულ საკითხებში სოფიო ჯაფარიძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ გაეროს უშიშროების რეზოლუციის 1325 "ქალებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე" იმპლემენტაციის მონიტორინგში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რეკომენდაციები გააჟღერეს იმ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ჯგუფმა რეგულარულად უნდა იმუშაოს. ასევე, 2015 წლის ბოლოს, 1325 რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმის დასრულების შემდეგ, მოხდება მეორე ფაზის გეგმის შემუშავება, სადაც გაფართოვდება არსამთავრობო სექტორის ჩართულობა გეგმის იმპლემენტაციის საკითხებში.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















