ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების, ვლოგების, ფოტოამბების, პოსტერებისა და ილუსტრაციების კონკურსს
2025-11-05 15:25:20

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების, ვლოგების, ფოტოამბების, პოსტერებისა და ილუსტრაციების კონკურსს
„ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“, რომელიც ეძღვნება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას.

კამპანიის მიზანია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენცია და აღმოფხვრა ცნობიერების ამაღლების გზით. ის ხაზს უსვამს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას და სერიოზულ ბარიერს ქმნის თანასწორობისა და მდგრადი განვითარების გზაზე.

კამპანია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ძალადობის გამომწვევი მიზეზების შესახებ, იქნება ეს გენდერული უთანასწორობა, სტერეოტიპები თუ დისკრიმინაციული კულტურული ნორმები. ის ახალისებს პრევენციულ ღონისძიებებს, ხელს უწყობს სოლიდარობასა და ქალთა გაძლიერებას, როგორც ძალადობის აღმოფხვრის აუცილებელ წინაპირობას.

კამპანია ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით - 25 ნოემბრიდან, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღიდან, 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღემდე.
იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსი ეძღვნება აღნიშნულ კამპანიას, ნამუშევრები შეიძლება სრულად ეხმიანებოდეს მის მიზნებსა და თემატიკას.

ნამუშევრების თემატიკა

  • ნამუშევრებში შესაძლებელია ასახული იყოს ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
  • ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა, როგორც სოციალური და საზოგადოებრივი პრობლემა;
  • ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები და მათი გავლენა ქალებისა და გოგოების ცხოვრებაზე;
  • გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ქალთა და მამაკაცთა როლებს აყალიბებს და ხშირად ძალადობის გამომწვევ მიზეზად იქცევა;
  • ტრადიციული წარმოდგენები და მავნე წეს-ჩვეულებები, რომლებიც ძალადობის სხვადასხვა ფორმის წარმოშობას უწყობს ხელს;
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მნიშვნელობა ძალადობის პრევენციისთვის;
  • ახალგაზრდების ხმისა და ჩართულობის მნიშვნელობა, მათი როლი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ძალადობის პრევენციაში;
  • ციფრული ძალადობა და სიძულვილის ენა ონლაინ სივრცეში, ციფრული შევიწროება, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა და სხვა;
  • ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე, სოლიდარული, მხარდამჭერი საზოგადოების მნიშვნელობა და წარმოჩენა;
  • განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და კრიტიკული აზროვნების გაძლიერების მნიშვნელობა ძალადობასთან ბრძოლის გზაზე;
  • ქალები, რომლებიც ცვლიან - რეალური ისტორიებისა და კარგი პრაქტიკის მაგალითები (მაგლითად, ქალების ისტორიები, რომლებიც თავიანთი ქმედებით ამსხვრევენ სტერეოტიპებს, იბრძვიან თანასწორობისთვის, აძლიერებენ სხვებს და არიან ცვლილებების გამომწვევები).

ბლოგი

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებსა და თემატიკას;
  • ტექსტი უნდა იყოს ლოგიკურად ორგანიზებული, ნათლად და თანმიმდევრულად გადმოცემული აზრით;
  • შესრულებული უნდა იყოს სალიტერატურო ნორმების დაცვით: გრამატიკულად, ორთოგრაფიულად და სტილისტურად გამართული, პუნქტუაციის წესების დაცვით;
  • ფორმატი: Word;
  • შრიფტი: Sylfaen, ზომა 12;
  • სტრიქონებს შორის ინტერვალი: 1.5;
  • ტექსტის მოცულობა: 300–1000 სიტყვა;
  • წყაროების გამოყენების შემთხვევაში, მიუთითეთ ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი (ბლოგის ბოლოს, ცალკე გვერდზე);
  • ბლოგს უნდა ერთვოდეს თემატური ფოტო ან პოსტერი.

ვლოგი

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებსა და თემატიკას;
  • უნდა იყოს ინფორმაციული და საინტერესო;
  • ვიდეოს გადაღება შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით (ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი და ა.შ.);
  • ფორმატი: შეუზღუდავი (ვიდეოსიუჟეტი, რეპორტაჟი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია და სხვა);
  • ვიდეომასალა უნდა იყოს HD ფორმატში;
  • ხანგრძლივობა: 1.5–2 წუთამდე.

ფოტოამბავი

  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებსა და თემატიკას;
  • უნდა იყოს ინფორმაციული და საინტერესო;
  • უნდა ერთვოდეს ორიგინალური ნარატიული აღწერილობა;
  • ფოტოს ფორმატი: JPEG;
  • სასურველი ზომა: 780x580 პიქსელი ან მეტი;
  • ფოტოზე არ უნდა იყოს დატანილი ლოგოები, ჩარჩოები ან სხვა დამუშავებული ელემენტები.
  • პოსტერი / ილუსტრაცია
  • უნდა ერთვოდეს ორიგინალური თემატური სლოგანი;
  • უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებსა და თემატიკას;
  • უნდა იყოს შემოქმედებითი, ინფორმაციული და ნათლად გადმოსცემდეს სათქმელს.
  • ტექნიკური მახასიათებლები:
  • საბეჭდი ვერსია: ზომა A3 (297 x 420 მმ);
  • რეზოლუცია: მინიმუმ 300 dpi;
  • ფორმატი: PDF (ბეჭდვისთვის), JPG ან PNG (ვიზუალიზაციისთვის).
  • სოციალური მედიის ვერსიები:
  • Instagram: 1080 x 1350 px, მინ. 150 dpi, JPG ან PNG;
  • Facebook: 1200 x 1500 px (შეიძლება გამოყენებულ იქნას იგივე, რაც Instagram-ზე);
  • ფაილის სახელში მიუთითეთ: "SOCIAL".

მნიშვნელოვანი შენიშვნები

  • საკონკურსო მასალა არ უნდა იყოს AI-ის მიერ გენერირებული;
  • ნამუშევარი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის მომზადებული;
  • გამარჯვებული ნამუშევრები გამოქვეყნდება ორგანიზაციის Facebook, Instagram გვერდებსა და ვებგვერდზე;
  • კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული;
  • თითოეული დაჯილდოვდება 300 ლარის ოდენობის პრიზით (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების გამოკლებით).

ნამუშევრების გაგზავნა

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი, 12:00 საათი.

გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

  • wicgeorgiawic@gmail.com
  • gvantsasanaia@gmail.com
  • mariam.dzagnidze@gmail.com

ელფოსტაში მიუთითეთ:

  • ავტორის სახელი და გვარი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ავტორის ფოტო.

გისურვებთ წარმატებას! 

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner