Women can,
Women act,
Women change!
WIC NEWS
დედაჩემი
2025-11-18 11:05:22

2016-2017 წელი, ზამთარი, მახსოვოს კლასში მასწავლებილისგან არც თუ ისე შორს მჯდომს, როგორ არ მომწონდა საკლასო ოთახის ფერი, რომელიც იმ საღებავით გადაღებეს ჩვენმა მამებმა, თვეების განმავლობაში რომ დედები ფულს აგროვებდნენ, როგორ ჰქონდა ერთ ფარდას გვერდი გახეული და არც ამას აქცევდა ვინმე ყურადღებას და ღუმელი, რომელიც თითქმის არასდროს ენთო და დეკემბრის სუსხიანი ამინდები ძვალსა და რბილში ატანდა. მაშინ იმ ოთახში 25 მშიერი, ძალაგამოცლილი ბავშვი და ის ქართულის მასწავლებელი იჯდა იგივე მასალას რომ 25 წელზე მეტია ასწავლის და ყველანაირი ინტერესი დაკარგული აქვს ამ სფეროში. მაშინ მე ვთქვი, დედაჩემი გმირია-მეთქი და ვფიქრობ, ყველაფერი აქედან დაიწყო. 

დედაჩემი ერთი პატარა გოგო იყო, პატარა სოფლიდან, ბევრი ინტერესი ცხოვრებაში არ ჰქონია, მაგრამ არც სიზარმაცეს იყო დაჩვეული და არც შრომა ეზარებოდა. მისთვის ცხოვრება ყოველთვის მარტივი იყო,ზედმეტი ფიქრისა და გართულებების გარეშე. მას არც თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი უნდოდა და არც ის ადამიანი, რომელიც მის გამო ცხრა მთას გადაივლიდა. მას მამაჩემი შეუყვარდა, მეზობელი ბიჭი, ორი სახლის გამოტოვებით. მათმა სიყვარულმა ბებიაჩემის გულისწყრომაც და ბაბუას დაბნეულობაც გადალახა, ასე დაიწყო და გრძელდება იგი უკვე 27 წელია. გრძელი, რთული და დამღლელი 27 წელი. აქედან 7 წელი დედა ჩვენთან, თავის შვილებთან, ქმართან და საყვარელ ადამიანებთან ერთად არ იყო. იცით რატომ? ის იმ 1.5 მილონ ადამიანში ითვლებოდა, რომელიც ქვეყნის გარეთ, ემიგრაციაში იყო და საქართველოს საარსებო მინიმუმს ასე აღწევდა თავს. სიტყვები დედაჩემი ჩემი გმირია-მეთქი სწორედ იმ 12 წლის გვანცამ თქვა დედა რომ ემიგრაციაში ჰყავდა და სულ ის-ის იყო გაიაზრა, როგორ ენატრებოდა ან რას ნიშნავდა „დედა დიდი ხანი სახლში ვერ მოვა“.

იგი სოფელსა და თანასოფლელებს მიჩვეული, უეცრად პატარა, მაგრამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანაში მოხვდა, სადაც ემიგრანტები იმდენად აღარ უკვირთ, ვიდრე ქუჩაში ფულის სათხოვნელად გამოსული ხალხი. მახსოვს, დაბნევა და შიში მის თვალებში ჯერ კიდევ იმ დღეს იკითხებოდა, როცა მას ვაცილებდით და მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდით მოსმულ შვილებს ეფერებოდა. აეროპორტისკენ გზა ძალიან პატარა აღმოჩნდა, ყოველი შემთხვევისთვის პატარა, იმისთვის რომ მას ჩავხუტებოდი და ისე ჩუმად ეტირა ვითომ ვერ ვამჩნევდით.

თქვენი აზრით 7 წელი რამხელა დროა? ჩემი აზრით საკამრისი იმისთვის, რომ გამოტოვო 7 ახალი წელი, 7 აღდგომა, 14-ჯერ შვილების, 7-ჯერ საყვარელი ადამანის დაბადების დღე, შვილის გამოსაშვები საღამო და ა.შ. იმის იმედით რომ აიწყობ მომავალს, რომელიც ასე ძალიან გინდა. რომ არაფერი ვთქვათ გაუცხოებაზე საყვარელი ხალხის, ნათესავებისა თუ იმ მეზობლების მიმართაც კი ყოველ დღე რომ რაიმე ახალი ამბის სათქმელად ერთხელ მაინც შემოგირბენდნენ ეზოში. ყველაფერ ამისთვის საკამრისი? მე ვფიქრობ რომ ზედმეტიც. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დამოკიდებულებაზე, რასაც ემიგრანტების მიმართ იჩენენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. აქ ხდები ბულინგისა თურასიზმის მსხვერპლი და ხშირად არჩევანის თავისუფლებაც არ გაქვს. ჩუმდები, რადგან იქ, შენს ქვეყანაში, შენს მიწაზე ოჯახი  გელოდება. ხალხი, რომლებსაც შენი იმედი აქვთ და ეკონომიკა, რომელიც რატომღაც შენს კისერზე დგას. გაოსაოცარი ჩემთვის იმ ადამიანების დამოკიდებულება იყო, რომ იგებდნენ დედა ემიგრაციაში წავიდა და ძალიან ლოგიკური კითხვით(„უიიი, დედა არ გენატრება?“) ზუსტა ორ წუთში მაღიზიანებდნენ.

ალბათ, რთული იყო. ალბათ, ბევრჯერ სტკენია, დაღლილა და შვილებზე მონატრებით ჩუმადაც უტირია. ერთხელ გამოტყდა კიდეც ’’რომ გითიშავდით მერე მეტირეობდა, ნეტა ერთხელ მაინც ჩამახუტაო“ .

ბევრი შრომისა და თავდაუღალავი მიზნისკენ სწრაფვამ 7 წელი 17 წლად არ აქცია და 2023 წლის 22 ოქტომბერს ის ჩამოვიდა!  ყველა ოცნების ასრულებისა და მიზნის მიღწევის შემდეგ, ის შვილებს, ქმარს, მშობლებსა თუ და-ძმას შეხვდა. არ სჯეროდა შედეგის, რომელსაც მიაღწია, რომელსაც საკუთარი თვალით მაშინ პირველად უყურებდა.  გრძნობდა სახლის სუნს, ეფერებოდა შვილებს და აკვირდებოდა გარემოს, რომელიც რამდენიმე წლის წინ სულ სხვანაირი დატოვა. იმ ღამეს არ სძინებია. ან რა დააძინებდა? როცა ამდენი მონატრებული ადამიანის სიახლოვე მოსვენებას არ აძლევდა. 

მას შემდეგ 2 წელი გავიდა. მე ვიტყოდი, რომ გაირბინა, რადგან მის შორს ყოფნასაც ასე მალე ნამდვილად არ გაუვლია. ახლა ის ბედნიერია, ზოგჯერ მხოლოდ შვილების მონატრება აწუხებს, როცა დიდი ხნით ვერ ვახერხებთ ჩასვლას. ამბობს, რომ 7 წელიც საკმარისი იყო ამის შესაგრძნობად და მეტი ნამდვილად აღარ უნდა. ვერც გავამტყუნებ, ის ხო დედაჩემია, ქალი რომელმაც დაამსხვრია მითები ემიგრაციაში წასულ ადამიანებზე, შევიდა იმ 56.2%-ში, რომელიც 2023 წლიდან დღემდე სამშობლოში დაბრუნდა და განაგრძნო ცხოვრება. 

ის ხომ დედაჩემია, მას საკუთარ თავზე ლაპარაკი არასდროს უყვარს, არც განვლილ 7 წელზე საუბრობს ხმამაღლა, ალბათ ის ვერ ხვდება, მაგრამ მან ჩემი, შენი და ჩვენი  მომავალი შეცვალა. 
დედაჩემი გმირია, იცნობდეთ მას.  

***

კონკურსში ,,ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან" გამარჯვებული ბლოგი.

გვანცა ლაცაბიძე

We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award

On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

Right Banner