ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
საკანონმდებლო ცვლილებები გენდერული პოლიტიკის სრულყოფისათვის
2015-02-20 00:00:00

"გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით" აღნიშნული პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამის მხარდაჭერით.

 

პროექტი 2013 წლიდან მიმდინარეობს, რომელიც ორ ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის მრჩევლები 49 მუნიციპალიტეტში დაინიშნა, ხოლო პროექტის მეორე ეტაპზე შემუშავდა გენდერული თანასწორობის კანონში შესატანი საკანონმდებლო ცლილების პაკეტი. აღნიშნული ცვლილებები მზაზდ არის პარლამენტიში საგაზაფხულო სესიაზე გასატანად. ცვლილებები შემუშავდა სამუშაო ჯგუფის მიერ, სადაც 22 მდე ორგანიზაცია იყო ჩართული, როგორც ხელისუფლების, ასვევ საერთაშორისო და ადგილობრიოვი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაა, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს ეხება და გათვალისწინებულია მისი საგაზაფხულო სესიაზე გატანა.

აღნიშნული პროექტრის მიზანია, რომ ადგილობრივ დონეზე მოხდეს ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავებიდან დაწყებული იმ ადამიანების ჩვევებისა და უნარების გაძლიერებით დამთავრებული, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, როგორც გამგებლის ისე საკრებულოების დონეზე. ტრენინგს ესწრებდა 25-მდე მრჩეველი გენდერულ საკითხებში, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მუშაობენ ადგილობრივ დონეზე ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებისათვის.

სიუჟეტი მომზადებულია პროექტის ”გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით. სიუჟეტში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს OXFAM-ის და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფიციალურ პოზიციას.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner