Women can,
Women act,
Women change!
WIC NEWS
ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის
2025-11-24 17:32:23

ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 20 ნოემბერს, თბილისში, „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ „სოხუმთან“ და დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობასთან“ ერთად, აგრძელებს სათემო მუშაობას პროექტის ფარგლებში ,,ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისათვის”, რომლის მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელი მიზნად ისახავს, საქართველოში,  დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით. სამუშაო შეხვეწდრა სწორედ აღნიშნული ქსელის და მისი წევრი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებისა და განვითარების მზინით ჩატარდა. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ქსელის სამდივნოს სტრუქტურაზე, როლებსა და ბრენდინგზე, რომელიც უფრო ეფექტიანად დაუჭერს მხარს ადგილობრივ ინიციატივებს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და სოლიდარული მიდგომით.

შეხვედრაზე ქალებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ავსტრიის მშვიდობის ცენტრის (ACP) მიერ ჩატარებული სესიისთვის, რომელიც გახანგრძლივებულ კონფლიქტებში მოლაპარაკებებისა და მედიაციის შესახებ პრაქტიკას ეხებოდა. მონაწილეები გაეცნენ, როგორ ფუნქციონირებს საერთაშორისო ქალ მშვიდობის მშენებლებთა ქსელები. მიღებული ცოდნა ქმნის შესაძლებლობას დიალოგისთვის, ნდობის გაღრმავებისა და ინკლუზიური მშვიდობის პროცესების ხელშეწყობისთვის.

მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრის თითოეული მიმართულება შეაფასეს, როგორც პრაქტიკული, დროული და ღირებული.  მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც სათემო მუშაობის პროცესში, ისე იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქსელის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის.
 

We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award

On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

Right Banner