
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღე გამართა, რომელსაც წელს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა: 2025-ში აღინიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის 25 წლის იუბილე. წლევანდელი ღონისძიება, ტრადიციულად, მიზნად ისახავდა გაეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის ხელშეწყობას და ემსახურებოდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
ღია კარის დღეს ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი გამოცდილებები, საჭიროებათა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაგეგმილი თუ განხორციელებული სათემო ინიციატივები, რომლებიც რეალურ საჭიროებებს პასუხობდნენ.
თავის მხრივ, ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, რომლებიც მუშაობენ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის საქართველოში, გააზიარეს მიღწევები, გამოწვევები და ქვეყნის პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს პრაქტიკული რეკომენდაციების ჩამოყალიბებას.
ამ მოხსენებებმა ხაზგასმით წარმოაჩინა ქალების მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობის მშენებლობაში, მათი უნარი ადგილობრივ დონეზე რეალური ცვლილებების მისაღწევად. ღონისძიების ფარგლებში გამოითქვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების ხედვები.
სხვადსხვა ქვეყნის ელჩებმა საქართველოში ისაუბრეს იმ მხარდაჭერი ინიციატივების შესახებ, რომელსაც უცხადებენ ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანად განხორციელებას.
ღონისძიება ჩატარდა ჰიბრიდულად, რაც უზრუნველყოფდა ფართო აუდიტორიის ჩართულობას და საერთაშორისო კონტექსტთან დაკავშირებას. დღის დასასრულს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გააერთიანა წარმოდგენილი მოსაზრებები, რითაც კიდევ ერთხელ ხაზგასმულ იქნა, რომ ქალების ხმა, მათი გამოცდილება და სათემო ინიციატივები მნიშვნელოვნად წაადგება გლობალური დღის წესრიგის ლოკალიზაციასა და ქალთა სამომავლო ჩართულობის გაძლიერებას.
წლევანდელმა ღია კარის დღემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება არა მხოლოდ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხია, არამედ ადგილობრივი საზოგადოებისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან აძლევს საშუალებას გამოცდილების გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















