ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კახეთში სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ
2025-11-28 17:56:22

გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაზე მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების ინდივიდუალური და კოლექტიური მდგრადობის მხარდაჭერის მიზნით, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კახეთში სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ.

ჩვენი მიზანი იყო ერთმანეთის მხარდაჭერითა და გამოცდილების გაზიარებით გაგვეძლიერებინა როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური მდგრადობა და ამისთვის გაგვეცნო ახალი პრაქტიკული საშუალებები და თვითგამოხატვის ალტერნატიული ფორმები:

ფსიქოლოგთან ერთად ვისწავლეთ, როგორ მოვუფრთხილდეთ ემოციურ რესურსებს და გავუმკლავდეთ სტრესს.

ვისაუბრეთ ქალთა უფლებებზე ქართულ ლიტერატურაში და ვივარჯიშეთ ამბის ეფექტურ თხრობაში.

მეწარმე ქალებმა შთაგონებით აგვავსეს და მოგვიყვნენ, როგორ შეიძლება აღმოვაჩინოთ მეწარმეობის პოტენციალი საკუთარ თავსა თუ თემში და როგორ ვაქციოთ იდეა ქმედებად.

 შემოქმედებითმა თეატრალურმა გამოცდილებამ ჩვენი ისტორიები სცენაზე გადმოიტანა და ახალი ემოციებით, კავშირებითა და თანაგრძნობით დაგვმუხტა.

 ეს იყო სივრცე შთაგონებისთვის, მხარდაჭერისთვის, სითბოსთვისა და ახალი კავშირებისთვის — სივრცე, სადაც ქალები ერთმანეთს აძლიერებენ, ერთად სწავლობენ და ერთად ქმნიან ცვლილებებს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner