
19-21 თებერვალს, ყვარელში, პროექტის ”ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის” ფარგლებში მიმდინარეობდა ტრეინინგი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისათვის.
ტრენინგი ჩაატარდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით. ტრეინინგის თემა უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირება გახდა.
19 თებერვალს ტრენინგი ოფიციალურად გახსნა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა. მან ყურადღება თავდაცვის უწყებაში გენდერულ თანასწორობაზე და ამ კუთხით მიღწეულ წარმატებაზე გაამახვილა.
სემინარში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, საჯარო სამართლის იურიდიული და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის წევრებმაც მიმართეს.
ტრენერებმა განიხილეს კონვენცია ქალთა მიმართ დსიკრიმინაციის ყველა ფორმის აღოფხვრის შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და სამოქმედო გეგმა, ასევე, ეროვნული კანონმდებლობა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
სატრენინგო სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შესახებაც იმსჯელეს.
სემინარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობითა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















