
ალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, ნიუ-იორკში გენდერული თანასწორობისათვის მსვლელობა გაიმართა. მსვლელობას საერთაშორისო დონის ვარსკვლავები, გენდერული თანასწორობის ადვოკატირებაში ცნობილი პირები და ათასობით ადამიანი შეუერთდა. ისინი ერთად ლობირებდნენ გენდერულ თანასწორობას. საქართველოდან მარშს ქალთა სანფორმაციო ცენტრის და გენდერული საინფორმაციო სააგენტო შეუერთდნენ.
2015-ში, პეკინის ქალთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის 20 წლის იუბილე აღინიშნება. ეს იყო ქალთა თანასწორობისათვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი. პეკინის დეკლარაცია და პლატფორმა აქტივობისათვის, 1995 წლიდან დღემდე 189 ქვეყანას აერთიანებს. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობისათვის. 20 წლის თავზე, პეკინში დადებული პირობა მხოლოდ სანახევროდ არის შესრულებული და 20 წლის იუბილე ანვითარებს ახალ შესაძლებლობებს, პოლიტიკურ სურვილებსა და სახალხო მობილიზაციას გენდერული თანასწორობისათვის.
ღონისძიებას მასპინძლობს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნიუ-იორკში, ასევე "გაეროს ქალთა ასოციაცია მშვიდობისათვის", ქალთა სტატუსის კომიტეტი, "Men up" და სამუშაო ჯგუფი გოგონათა შესახებ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















