ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
2025 წლის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ელენე რუსეცკაია გახდა
2025-12-18 15:49:43

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, ჰააგაში, მშვიდობის სასახლეში - Vredespaleis-ში, განსაკუთრებული ზეიმი გაიმართა. გამოცხადდა 2025 წლის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, რომელიც მშვიდობის მშენებლ ქალებს ეძღვნება. წლევანდელი ლაურეატი გახდა ელენა რუსეცკაია, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე.

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაჯილდოება გაიმართა კონფერენციაზე „ქალები და მშვიდობა“, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 500-ზე მეტი ქალი დაესწრო.

ელენა რუსეცკაიამ მიიღო პრიზი — ბერტა ზუტნერის ქანდაკება, რომლის ავტორიც მხატვარი ინგრიდ როლემაა. პრიზი ნობელის პრემიის ლაურეატის ბიუსტის რეპლიკაა, რომელიც ჰააგაში, მშვიდობის სასახლის წინ დგას.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner