ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
გამოფენის ,,დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919-1921" გახსნა
2015-03-16 00:00:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის კავკასიის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე თომას მორისვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, გამოფენას ”დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919-1921” გახსნიან. გამოფენა ეძღვნება ქალთა ისტორიის თვეს და პატივს მიაგებს პირველ ქართველ პოლიტიკოს ქალებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში. 1919 წელს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა. შედეგად, დამფუძნებელი კრების წევრად 5 ქალი იქნა არჩეული.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი. გამოფენა იმართება პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს _ USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში და გალში. პროექტის პარტნიორები არიან: ფონდი ტასო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი. პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.

გამოფენა გაიხსნება 19 მარტს, 18: 30 ს., თბილისი, თბილისის საკრებულოს შენობაში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner