
ნიუ-იორკში ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 59-ე სესია მიმდინარეობს. ოფიციალური შეხვედრების პარალელურად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები. ასე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარ ოფისში გაიმართა რეგიონული აქტივისტების შეხვედრა, რომელიც AWID (Association in Women’s right Devopment) ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონების მისიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მთავარი მიზანი რეგიონში არსებული პრობლემების და მიმდინარე პროცესების მიმოხილვა იყო. შეხვედრის შედეგად , გამოვლინდა და დაჯგუფდა პრობლემები და ჩამოყალიბდა შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც არსებული პრობლემების გარშემო, ონ – ლაინ კონსულტაციების რეჟიმში, მუშაობას გააგრძელებენ.
ქალთა საინფრომაციო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ შეხვედრას, რომელიც ირანელი და აფრიკელი სოციალური მეწარმე ქალების პრობლემებს და გამოწვევებს ეხებოდა. შევხედრაზე განხილული იყო ირანელი სოცილაური მეწარმე ქალების წარმატების მაგალითები და წარმოდგენილი იყო აფრიკელი ქალების ხელნაკეთი ნივთები, რომლთა რეალიზებას და პოპულარიზაციასაც თავად აფრიკელი ქალები ადგილზე ახდენდნენ.
მსოფლიო პრეზიდენტების და პრემიერ მინისტრების გამოცდილების შესახებ, საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე „women of power “ ისაუბრა თავად წიგნის ავტორმა ტორილდ შკარდმა. წინგში საუბარია და გაზიარებულია გამოცდილება, თუ როგორ და რატომ შეძლეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 53 ქვეყაში ქალებმა წამყავანი პოზიციების დაკავება. წიგნში აღწერილია ქალი ლიდერების (პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების) წარმატებები და ცხოვრებისეული გამოცდილებები 1960 წლიდან (როცა პირველად იქნა არჩეული ქალი) 2010 წლამდე, საერთო ჯამში 73 პოლიტიკური ლიდერის მნიშვნელოვანი მოღვაწეობაა მიმოხილული.
საინტერესო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდა ფემინისტი აქტივისტების მიერ. შეხვედრაზე განხილული იყო ახლაგზრდა ფემინისტების წინაშე დღეს მსოფლისო მასშტაბით არსებული პრობლემები და გამოწვევები ადგილობრივ, რეგიონულ და მსოფლიო დონეზე.
ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის წარმომადგენლების ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო ქალთა მიმართ ძალადობაზე და პასუხისმგებლობის ფორმებზე, რომლებიც მთავრობას გააჩნია. იმ ღონიძიებებზე, რომელის გატარებაც მთავრობის პრეროგატივაა პრობლების აღმოსაფხრელად. მთავარ პრობლემად შეხვედრაზე, არსებული საკანონმდებლო აქტების და სამოქმედო გეგმების იპლემენტაცია დასახელდა, რომლის მთავარ გამომწვევ მიზეზად კი მთავრობის მხრიდან არასაკმარისი რესურსების და თანხების გამოყოფა მოიაზრება. ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, საქართველოში არსებული მდგომარეობა და სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადებას.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















