
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიზნად ისახავდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა და კვოტირებისთვის შესაბამისი პოლიტიკური ნების მობილიზებას. ამას გარდა, ღონისძიებაზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა და სხვა ქვეყნების კვოტირების პრაქტიკის გაცნობაც მოხდა.
შეხვედრას მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და 8 მარტს თბილისსა და საქართველოს 20-ზე მეტ ქალაქში კვოტირების სისტემის შემოღების მოთხოვნით გამართულ აქციას ეხმიანება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















