
2014 წლი ივნისში, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, Task Force ჯგუფის მიერ, გაკეთდა სპეციალური მიმართვა პარლამენტისადმი, რომელშიც ორგანიზაციებმა საკანონმდებლო ორგანოს, გენდერული კვოტის შემოღების ინიციატივის მხარდაჭერისაკენ და, ამით, სტამბულის კონვენციის რატიფიცირებისაკენ მოუწოდეს.
პარლამენტის გარდა, მიმართვა პოლიტიკურ პარტიებსაც შეეხოთ. მათ სამუშაო ჯგუფმა, კანდიდატი ქალების მხარდასაჭერად მუშობის გაძლიერებისაკენ მოუწოდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი ლიყო გამოფენა სახელწოდებით "ნუ მომკლავ!", რომელიც ბოლო სამი თვის მანძილზე, ქალთა გახშირებულ მკვლელობებს ეხებოდა.
ჯგუფის წევრებმა აღმასრულებელ ხელისუფლებასაც მიმართეს, გამოიჩინოს ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და შექმნას გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც დანაშაულის გამოვლენას და მსხვერპლი ქალების მდგომარეობას გაითვალისწინებს.
შედეგად, 2014 წლის 20 ივნისს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ხელი მოაწერა სტამბულის კონვენციას "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აღკვეთისა და პრევენციის შესახებ" ევროპის საბჭოს 2011 წლის კონცენციას.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა