Women can,
Women act,
Women change!
WIC NEWS
მეტი ქალი პარლამენტში - სარვამარტო გზავნილი საზოგადოებას
2015-03-16 00:00:00

გენდული თანასწორობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზეიმო მიღებას უმასპინძლა. კვირეულის წლევანდელი სლოგანია „ძლიერი ქალი - ძლიერი საზოგადოება“.

 

6 მარტს პრეზიდენტის სასახლე მწვანედ განათდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მხარს უჭერს დროებითი წამახალისებელი ზომების სახით კვოტირების სისტემის შემოღებას; ყვითლად განათებული პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის შენობები კი იმაზე მეტყველებს, რომ იქ ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ კონსესუსისთვის.

 

გენდული თანასწორობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის კონფერენციას უმასპინძლა, სადაც მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლებმა იმ პრობლემებისა და გამოწვევბის შესახებ იმსჯელეს, რაც ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური გაძლიერებისა თუ ოჯახში ძალადობის კუთხით არსებობს საქართველოში.

 

მეტი ქალი პარლამენტში - ამ მოთხოვნით სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანი ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, საქართველოს 25 ქალაქში ქალების უფლებების დასაცავად გაერთიანდა. "ქალთა მოძრაობის" წევრებმა მსვლელობის მონაწილეებს ის ხედვა გააცნეს, რისი მეშვეობითაც, ქალთა პოლიტიკური აქტიურობის ხელშწყობაა შესაძლებელი.

 

პარლამენტში ქალთა რაოდენობის მიხედვით საქართველო 106-ე ადგილზეა 138 ქვეყანას შორის. 2012 წლის მოწვევის პარლამენტში 150 წევრიდან მხოლოდ 18 ქალია, რაც პარლამენტის წევრთა რაოდენობის 12%–ს შეადგენს. კვოტირების სისტემის შემოღებით კი, შესაძლოა 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ქალი პარლამენტარების რაოდენობა 38 მაინც გაიზარდოს.

 

თბილისში გამართულ მსვლელობას ის პოლიტიკოსებიც შუერთდნენ, ვინც ქალთა პოლიტიკური გააქტიურების მიზნით კვოტირების სისტემის შემოღების მომხრეა.

კვოტების სისტემა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია არჩევით ორგანოებში გენდერული ბალანსის უზრუნველსაყოფად. გენდერული კვოტა - სპეციალური დროებითი ზომაა. მისი შემოღებით პოლიტიკური პარტიები იღებენ ვალდებულებას შეიყვანონ პარტიულ სიებში ქალების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა.

 

2015 წელს პეკინის ქალთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის 20 წლის იუბილე აღინიშნება. პეკინის დეკლარაცია და პლატფორმა აქტივობისათვის, 1995 წლიდან დღემდე 189 ქვეყანას აერთიანებს. ამ 20 წლის მანძილზე ქალი პარლამენტარების მთლიანი რაოდენობა მსოფლიოში თითქმის გაორმაგდა, თუმცა პროცენტულად ეს ქალთა მხოლოდ 20%-იან წარმომადგენლობას ნიშნავს პარლამენტში.

 

8 მარტს, ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის დასაცავად ნიუ-იორკში გამართულ მსვლელობას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ქალთა სანფორმაციო ცენტრისა და მისი გენდერული საინფორმაციო სააგენტოს წარმოამდგენლებიც შეუერთდნენ.

 

ქალთა საერთაშორისო დღე 1911 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ასაკის, რასისა თუ რწმენის ქალი ერთიანდება საკუთარი უფლებების დასაცავად საზოგადოებრივ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award

On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

Right Banner