ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
გორში გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში ცვლილებები განიხილეს
2015-03-24 00:00:00

13 მარტს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით კანონში ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ შესატანი ცვლილებების პაკეტის საჯარო განხილვა მოეწყო.

კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის ინიციატორია ქალთა სიანფორმაციო ცენტრი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით პროექტის ”გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით” ფარგლებში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი ხელმძღვანელმა, ქეთი ბებიაშვილმა კანონში შესატანი იმ კონკრეტული ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ეხება. კერძოდ, თვითმმართველობებში იქმნება გენდერული თანასწორობის საბჭო; მერიას, გამგეობასა და საკრებულოში კი - გენდერის საკითხებში მრჩევლის საშტატო ერთეული.

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას ინტერაქციული სახე ჰქონდა. დამსწრეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გენდერის საკითხებში მრჩევლის უფლებამოსილების შესახებ და მიიღეს პასუხები მათთვის სასურველ შეკითხვებზე.

 დამსწრეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner