
ელეონორა ტერ-პარსეგოვა-მახვილაძისა, მინადორა ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ბოლქვაძე და ანა სოლოღაშვილი ის პირველი ქართველი ქალი პარლამენტარები არიან, ვინც 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში გაიმარჯვეს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხუთივე წევრი აქტიურად ჩაება დამფუძნებელი კრების საქმიანობაში.
სწორედ დამფუძნებელი კრების წევრი ქალების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტაცია და ფოტომასალა გამოიფინა თბილისის საკრებულოს შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობის შედეგად და მომზადდა ღია ბარათები.
გამოფენა იმ დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას ეძღვნება. ღონისძიების მიზანია, წარმოაჩინოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, როგორც საქართველოს პოლიტიკური ტრადიცია.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















