
31 მარტს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გენდერის საკითხებში მრჩევლების ტრენინგი დაიწყო. ტრენინგი ტარდება თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის აკადემიისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით.
ტრენინგი გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, მარიატ შურმანმა.
ელჩი შურმანი კარიერული დიპლომატია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობდა.სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნამდე, ელჩი შურმანი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელი იყო ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში.
მარიეტ შურმანი აქტიურად მუშაობს ნატოს საქმიანობაში 1325 რეზოლუციის დანერგვის მიმართულებით.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















