ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
რეზოლუცია 1325 და საქართველოში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვაში მიღწეული პროგრესი
2015-04-01 00:00:00

საქართველოს უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა - ეს იყო ძირითადი თემა კონფერენციისა, რომელიც სასტუმრო ჰოლიდეი ინში შედგა. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს თავდაცვის უწყება გახლდათ. ღონისძიება მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ გახსნა და უწყებაში გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრა.

 

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სოფო ჯაფარიძეც. პრემიერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში თანამდებობას რამდენიმე თვეა იკავებს. მან ყურადღება სახელმწიფო სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

მარია შურმანი კონფერენციას საგანგებო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ქართული სტრუქტურის წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ღონისძიებაც შეაფასა.

 

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორმა სპეციალური მოხსენებაც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან და გენდერული თანასწორობის თემაზე რამდენიმე ერთობლივი ტრენინგიც გაკეთდა.

 

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას თავდაცვის სამინისტრომ გენდერული სტრატეგიაც წარადგინა, სადაც ვკითხულობთ, რომ მდგომარეობის შესწავლისა და გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება სხვადასხვა სახის სპეციალური კითხვარის შემუშავება, კვლევის ჩატარება და ხარვეზების გამოკვეთა. გენდერული ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, თუ როგორ წამოწიოს ჯარში ქალების მსახურობის თემა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner