პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“ მხარდაჭერით 2014 წლის 20 ნოემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შესახებ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. აღნიშნული ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ატარებს რეგულარულ ხასიათს. სამინისტროებთან შეთანხმებით, შემდეგი შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით გაიმართება თბილისში 8 აპრილს.
აღნიშნულ შეხვედრაზე საკითხების უკეთ შეჯერების და განხილვის მიზნით 2015წლის 6 აპრილს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართა მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა, რომლის მონაწილეები იყვნენ არასამთავრობო და სათემო ორგანოზაციების წარმომადგენლები.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















