.jpg)
ქალთა ეკონომიკური გაძლირება ორგანიზიის ახალი მიმართულებაა. ინფორმაციის უკეთ მოგროვების მიზნით, სამიზნე რეგიონებში შეირჩა კონკრეტული ლოკაციები, სადაც თემის მობილიზაციისა და სათემო მუშაკის შერჩევის მიზნით, მუშაობა მიმდინარეობს.
პროექტს ექვსი სამიზნე რეგიონი: თბილისი, მცხეთა–მთიანეთი, სამცხე–ჯავახეთი, კახეთი, იმერეთი და გალი აქვს. მისი განხორციელებისას იგეგმება სოფლად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისათვის, უნარების განვითარების გზით, მცირე გრანტებზე, ბიზნესკონსულტაციებზე, სამუშაო ინსტრუქტაჟსა თუ საბანკო სისტემაზე წვდომის გაზრდა, რაც, საბოლოოდ, მათთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას, ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია საჭიროებების შესახებ კვლევის ჩატარება. მისი მიზანი, გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით, ეკონომიკური საჭიროებებისა და ხარვეზების გამოვლენაა. კვლევას პარტნიორი ორგანიზაცია ეკონომისტთა ასოციაცია ჩაატარებს. მისი შედეგები კი, ქალთა კრედიტებსა და საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობისათვის იქნება გამოყენებული.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა