
გადაცემა "კომუნიკატორი"–ს თემა იყო მოქალაქეთა და ქალთა ჩართულობა რეგიონულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემები, მათ მოგვარებაში გენდერული თანასწორობის მრჩევლების როლი. ასევე სოციალურად მგრძნობიარე ბიუჯეტის მნიშვნელობა და გენდერული თანასწორობის კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი , რომელიც გულისხმობს გენდერული ინსტიტუციური მექანიზმის სრულყოფას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, რაც თავისმხრივ, უზრუნველყოფს ქალთა ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში.
სტუმრები: ლელა ქიტესაშვილი, თიანეთის გამგებელი; თათია ვაშაკიძე, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამის" წარმომადგენელი; ნათია კაპანაძე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი; ნათია ომაძე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















