ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორამციო ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა
2015-04-15 00:00:00

სასტუმრო რუმსში, ქალთა საინფორამციო ცენტრმა, ამერიკის შეერთბული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის, „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვვის“ პრეზენტაცია შედგა. მისი მიზანი კონფლიქტის პრევენციის პროცესში ქალთა როლის გაზრდა, ასევე დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თუ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ეკონომიკური გაძლიერება.

 

პრეზენტაციას ამერიკის საელჩოს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, უმაღლესი სასწავლებლების და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პროექტის პრეზენტაციაზე მემორანდუმი გაფორმდა სამ რეგიონულ, გორის, ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებთან. ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმება მიღწეულია თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტთანაც.

პროექტი 18 თვიანია, მისი სამიზნე რეგიონებია შიდა ქართლი, სამცხე ჯავახეთი და სამეგრელო.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner