
2014 წლის გაზაფხულზე, ოჯახში ძალადობის შემთხვევების შედეგად მოკლული ქალების თაობაზე, „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, ფატალური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დროული და ადეკვატური რეაგირება მოითხოვა.
მცირე ხანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა, „ქალთა საინფორმაციო ცენტრიც“ ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ განხორციელებული დანაშაულების საკითხები განიხილეს. ორგანიზაციებს შსს–ს ადმინისტრაციის უფროსმა, ეკატერინე კერესელიძემ, პრობლემასთან ბრძოლის კუთხით, სამინისტროს სამომავლო გეგმები და სტრატეგია გააცნო. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ რეკომენდაციების ნაწილი ეხებოდა – სტატისტიკის გასაჯაროებას, ქალთა მკლვლელობების ფაქტების შესწავლასა და ანალიზს, რეგულარულ თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დროული რეაგირებას მათგან წერილობით მოთხოვნაზე და რეაგირებას გორის შემთხვევაზე, რომელიც უგონო მდგომარეობაში ნაპოვნ, 14 წლის გოგონას ეხებოდა.
შეხვედრის დასრულებისას, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრობლემასთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მოვალეობაშიც თითოეულ ფაქტზე მონიტორინგის წარმოება, და რეაგირების ადეკვატურობის ანალიზი შედის.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა