.jpg)
18–19 აპრილს გუდაურში, სასტუმრო მარკო პოლოში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა აშშ–ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალები და ახალგაზრდები გადაწყვეტილების მიღების პროცესში პანკისის ხეობაში“ ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
ახალგაზრდებმა პანკისის ხეობიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ინფორმაცია მიიღეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მოძრაობის განვითარების ისტორიის, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და სამშვიდობო პროცესებში მათი როლის, ინსტიტუციური მექანიზმის არსისა და მედიაში გენდერულად დაბალანსებული გაშუქების სტანდარტების შესახებ. მონაწილეები დისკუსიის ფორმატში განიხილავდნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს რაც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას.
როგორც მონაწილეებმა ტრენინგის შემდეგ აღნიშნეს, ამ ორი დღის მანძილზე მათ უკეთ გაიგეს თუ რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა, რატომ უნდა ვებრძოლოთ სტერეოტიპებს, როგორ უწყობს გენდერული კვოტა ქალთა რაოდენობის გაზრდას პარალმენტში, ან რა მექანიზმის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს ოჯახში ძალადობის პრევენცია საქართველოში.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















