
18 აპრილს „მედიის განვითარების ფონდმა“ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერული მგრძნობელობისა და ქალთა საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კვლევის მიზანი იყო შეესწავლათ, უთმობენ თუ არა პოლიტიკური პარტიები საკუთარ საარჩევნო პროგრამებში ქალებისათვის აქტუალურ საკთხებს ყურადღებას.
კვლევის პრეზენტაციის პარალელურად, მედიის განვითარების ფონდმა ბლოგერების დაჯილდოვებაც გამართა. ლიდერ ქალთა წარმოჩენას ბლოგერების საშუალებით ქვეყნის მასშტაბით, MDF უკვე მეორე წელია უწყობს ხელს.
კონკურსის გამარჯვებული სულ 10 ბლოგერი და 10 ლიდერი ქალი გახდა. ბლოგერებს შორის ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები იყვნენ. სალომე მოდებაძემ და სალომე ბენიძემ ბლოგ-პოსტები იმ ლიდერი ქალების შესახებ დაწერეს, რომლების ორგანიზაციის ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები.
როგორც ჟიურის წევრები ამბობენ, წელს კონკურსისადმი განსაკუთრებული ყურადღება იყო. შემოსული 50-მდე ნაშრომიდან კი ათი საუკეთესო აირჩა. მედიის განვითარების ფონდი, ლიდერ ქალთა აღმოჩენისათვის მსგავსი კონკურსების ჩატარებას სამომავლოდაც გეგმავს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















