
8 აპრილს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
განხილული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 25 მარტის შეხვედრის საკითხები და შედეგები.
შეხვედრას დაესწრნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმმძღვანელმა კიასტუტის იანსკაუსკასმა მადლონბა მოუხადა ქალთა საინფორმაციო ცენტრს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შეხვედრის ორგანიზებისთვის და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევისთვის, რომლებიც რეგიონში მუშაობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს პრობლემები, რომელიც ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს.
რიგით მესამე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა პროექტის ”ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის” ფარგლებში. მომდევნო მსგავსი შეხვედრა სამი თვის შემდეგ იგეგმება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















