ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ერგნეთში რიგით 54–ე სამშვიდობო შეხვედრა გაიმართა
2015-05-06 00:00:00

29 აპრილს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფისრიგით 54–ე შეხვედრა გაიმართა. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის გაშლილ კარავში მხარეებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაგროვდა.

ჯონჯოლის კრეფის მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმოამდგენელმა, ხოხ გაგლოითიმ, ქართველ სამართალდამცავებს საინფორმაციო ტიპის შეხვედრების ჩატარება ურჩია, რათა თავიდან აიცილონ ადგილობრიივ მოსახლეობის სავარაუდო დაკავების შემთხვევები. ჯონჯოლის კრეფის დროს ე.წ. საზღვრის გადაკვეთა არაერთხელ გამხდარა ცხინვალის იზოლატორში მოსახლეობის, მათ შორის ქალების და ახალგაზრდების, დაკავების მიზეზი.

სამშვიდობო მოლაპარაკებების კარავთან ამ დღეს წლების წინ უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ოჯახის წევრებიც მივიდნენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის მამამ ქართული და ოსური დელეგაციების წარმომადგენლებისგან შვილის საქმის გამოძიების გაგრძელების პირობაც მიიღო.

კარავთან მოსულმა სამმა ცხინვალელმა ქალმა კი ევროკავშირისა და ეუთოს მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქართულ მხარეს გამოძიების პროცესის დაჩქარების თხოვნით მიმართეს. შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შალვა ენუქიძის თქმით, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ახლობლებთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, რადგან დაკარგულების შესახებ ცხადი გახდა უფრო კონკრეტული დეტალები, რაც, შესაძლოა, სასიკეთოდ წაადგეს მათი ადგილსამყოფელის განსაზღვრის საქმეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 25 მაისს გაიმართება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner