
დღეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე ოქსფამის, IRI-ს, Mercy Corps-ის, მეწარმე ქალთა ფონდისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმოამდგენლებმა გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის დაგეგმვასა და სამომავლო აქტივობების გაცნობას.
ქვეყნის მასშტაბით არსებულ მუნიციპალიტეტებში გენდერული მეინსტრინიგის უზრუნველსაყოფად, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმოამდგენლები და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები შედიოდნენ, შეიმუშავა „გენდერული თანასწორობის კანონში“ შესატანი ცვლილებათა პაკეტი, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტების საკრებულოში, გამგეობასა თუ მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი საჯარო პირის პოზიცია შტატით იქნება განსაზღვრული.
შეხვედრა გაიმართა ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის „გენდერული სამართლიანობის ხელშწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით“ ფარგლებში, რომელიც ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამის ხელშეწყობით ხორციელდება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















