ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობის წინააღმდეგ
2014-07-15 00:00:00

კოალიციის „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის“ და „მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ ორგანიზებით, გორის ცენტრში, უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი, 14 წლის გოგონას მხარდასაჭერად, აქცია გაიმართა.

პროტესტს 150–მდე ადამიანი, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და კანდიდატი ქალებიც შეუერთდნენ. ორგანიზატორების თქმით, აქცია აპოლიტიკური იყო. მათი განცხადებით, ისინი გმობენ ქალთა მიმართ ძალადობას და არასრულწლოვან გოგონასთან დაკავშირებით, ფაქტზე სამართალდამცავებისაგან დროულ და მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვენ.

აქციას გორის მოსახლეობის ნაწილიც შეუერთდა, დედაქალაქიდან კი, სპეციალურად ამ დღისათვის, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები და უცხოელი ტურისტები ჩავიდნენ.

კოალიცია „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის“ 2013 წლის ივლისში, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის მხარდაჭერით, პროექტ „გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით“ ფარგლებში შეიქმნა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner