ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
2015-05-29 00:00:00

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა 2015 წლის 27 მაისს. შეთანხმების ფარგლებში, საჯარო ლექციები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული თანასწორობის თემატიკით წარიმართება.

მსგავსი სახის მემორანდუმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ვლადიმერ პაპავაც. უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ეს უნიკალური შესაძლებლობაა სტუდენტებისათვის პროფესიული პრაქტიკისა და გენდერული კუთხით, ცნობიერების ამაღლებისათვის. რექტორის მოსაზრებას სტუდენტებიც ეთანხმებიან.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პირველი ლექციაც შედგა. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ლექცია თემაზე: „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა“ წაიკითხა.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მშვიდობისა და განვითარებისათვის ქალების გაძლიერებას ეხება. მსგავსი სახის თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება თბილისსა და რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებშიც იგეგმება.

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner