
22-24 მაისს პროექტის "ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის" ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა ტრენინგი მოქმედი ჟურნალისტებისთვის - გენდერული თანასწორობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში.
ტრენინგის მიზანი იყო ჟურნალისტების გენდერული მგრძნობელობების გაზრდა და ქვეყანაში არსებული ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაცნობა გენდერულ ჭრილში, ასევე მედიის როლისა და მათი წვლილის განსაზღვრა გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვისთვის.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















